29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში კრეატიული წერის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. მოსწავლეები დააჯილდოვა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.
კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლაში" ფარგლებში გაიმართა. ჟიურის წევრებს შორის იყო ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.