24 აპრილს 18:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია „სამართალი ლიტერატურაში".
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. ღონისძიება ეძღვნება დამოუკიდებელი ქართული ადვოკატურის ასი წლის იუბილეს.