ლიტერატურული შეხვედრა
 08/11/2018

8 ნოემბერს 18:30 საათზე საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა მკითხველებს სთავაზობს შეხვედრა-დებატებს ფრანგი და ფრანკოფონი მწერლების წიგნებზე სასაუბროდ მეგობრულ გარემოში.  

დასწრება თავისუფალია. 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამით გამოცემული ახალი თარგმანი ლუი ფერდინან სელინის "სიკვდილი კრედიტით" ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, მთარგმნელი მერაბ ფიფია. ასევე
როლან ბარტის "ფრაგმენტები შეყვარებულის საუბრიდან", გამომცემლობა „აგორა:, მთარგმნელი მარინა ბალავაძე.

მისამართი: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ.
გუდიაშვილის ქუჩა 7, ტელ.: 292 33 04