26 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა მანანა ერისთავის ნახატების გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რელიგიურ თემაზე შესრულებული ნამუშევრები, ასევე ძველი თბილისისა და კახეთის ხედები.
„უამრავი წელია ამ ნამუშევრებზე ვმუშაობ. ზოგადად, რელიგურ თემას ვეხები. გარდა ამისა, გამოფენილია ძველი თბილისისა და თელავ-სიღნაღის პეიზაჟები " - განაცხადა მანანა ერისთავმა.
მანანა ერისთავი მომავალში გრანდიოზული გამოფენისთვის ემზადება, რომლის მთავარი თემა ძველი თბილისი იქნება.