26 დეკემბერს 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ფოლკლორული ანსამბლების (ხელმძღვანელი თემურ ქევხიშვილი) წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები: „დარიალი", „ალიონი", „რტონი", „კესანე", „საუნჯე" და „მარულა".