ქართულ-ჩინური „საერთაშორისო რედაქციის“ პრეზენტაცია
 27/06/2018

27 ივნისს 18:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქართულ-ჩინური „საერთაშორისო რედაქციის" პრეზენტაცია გაიმართება. 

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ქართული გამომცემლობა „ოქროს საწმისი" და ჩინური გამომცემლობა „კომერციული პრესა".

„საერთაშორისო რედაქციის" გახსნა მიზნად ისახავს ქართულ-ჩინური კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობასა და განვითარებას.