რევაზ ინანიშვილის სახელობის კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.
 21/12/2017

21 დეკემბერს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის" კონკურსის გამარჯვებულთა მერვედ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

დასახელდება სამი (I, II, III პრემიის მფლობელი) გამარჯვებული, ასევე ის ავტორები, რომლებიც კონკურსის პრიზიორები გახდნენ. 
ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულთან" არსებული რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის კონკურსი" ემსახურება ქართულ ლიტერატურულ სივრცეში საუკეთესო ნაწარმოებებისა და ავტორების გამოვლენას, ახალგაზრდა ნიჭიერ ავტორთა შემოქმედების წარმოჩენას და მათი ნაწარმოებების პოპულარიზაციას. რევაზ ინანიშვილის შემოქმედების პოპულარიზაციას.
დაჯილდოებას, ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულთან" არსებული ლიტერატურული გაერთიანების წევრები, ჟურნალის ავტორები, მკითხველები, რევაზ ინანიშვილის ოჯახის წევრები დაესწრებიან.
21 დეკემბერს, ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის" ახალი - მეოთხე ნომრის წარდგინებაც გაიმართება, სადაც გამოქვეყნებულია გამარჯვებული მოთხრობები.
კონკურსი თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ტარდება.
კონკურსის მხარდამჭერია მე-5 მოწვევის საკრებულოს დეპუტატი, ქალბატონი გულიკო ზუმბაძე.