23 ოქტომბერს 15:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია მართავს პროექტ „ბიბლიოთეკარი, როგორც თემის მობილიზატორი და თემის გამაძლიერებლის" შემაჯამებელ ღონისძიებას. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული და განხორციელებული სათემო პროექტები.
პროექტი „ბიბლიოთეკარი, როგორც თემის მობილიზატორი და თემის გამაძლიერებელი" ხორციელდება 2017 წლიდან დღემდე საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის, მოძრაობა Beyond Access-ის, საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს IREX-ისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით.
ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარე გამოიკვეთა, რომ სასურველია სოფლად შეირჩეს ისეთი ინსტიტუცია, რომელიც სანდო რგოლს წარმოადგენს მოსახლეობისათვის და კავშირი აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან. ასეთი ტიპის ინსტიტუცია სოფლად არის ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკარი, რომელსაც თავისი უნარჩვევებიდან გამომდინარე თავისუფლად შეუძლია შეითავსოს თემის მობილიზატორის როლიც. ასეთი ტიპის ბიბლიოთეკარს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს „ბიბლიოთეკარი, როგორც თემის მობილიზატორი და თემის გამაძლიერებელი".
პროექტი "ადგილობრივი თემის მდგრადი განვითარების მოდელი სოფლის ბიბლიოთეკის გაძლიერების გზით" გულისხმობს ბიბლიოთეკარის, როგორც საჯარო მოსამსახურის გამოყენებას თემის გაძლიერებისათვის, რომელიც შეითავსებს თემის მობილიზატორის ფუნქციას და აქტიურად შეუწყობს ხელს თემის მაცხოვრებლების აქტიურ სამოქალაქო ჩართულობას სოფლის განვითარებში.