წიგნის „ჭადრაკი ქართველი ხალხის ცხოვრებაში“ მეორე ნაწილის პრეზენტაცია
 11/06/2019

11 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა  დავით გურგენიძის წიგნის „ჭადრაკი ქართველი ხალხის ცხოვრებაში" მეორე ნაწილის პრეზენტაცია.

წიგნის პრეზენტაციაზე მკითხველი გაეცნო ჭადრაკის კვალს ძველ ქართულ ლიტერატურულ ძეგლებში; ემიგრანტი ქართველების ჭადრაკთან ურთიერთობის ფაქტებსა და ქართველი პოეტების იმ ლექსებს, რომლებიც ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის ხუთ-ხუთჯერ „გადედოფლებას" მიეძღვნა.

წიგნში განხილულია  უამრავი საინტერესო საჭადრაკო ისტორია ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან.

ავტორმა პრეზენტაციის მსვლელობისას დააანონსა, რომ ახლო მომავალში წიგნის მესამე ნაწილსაც იხილავს მკითხველი.