დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური დოკუმენტების გამოფენა
 30/07/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტების გამოფენა გაიმართა.

ექსპოზიცია დაათვალიერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის დიასპორის საკითხებზე თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა.