საუბრები ფსიქოლოგიაზე
 13/06/2022

ძვირფასო მკითხველებო, 

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და საგანმანათლებლო ცენტრი „ცოდნის მაძიებელნი", ჩვენი მკითხველებისთვის  იწყებს ფსიქოლოგიური ტრენინგების სერიას პიროვნული განვითარების, სტრესის მართვის, ურთიერთობის ფსიქოლოგიისა და პროფესიული თვითშემეცნების საკითხებზე. ტრენინგები ჩატარდება ონლაინ,  საღამოს საათებში და მასში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია.  ლექციების შემდეგ, შესაძლებლობა გექნებათ, პროფესიონალ ფსიქოლოგებს თქვენთვის საინტერესო შეკითხვებით  მიმართოთ. მეცნიერთა პროგნოზით,  მომდევნო 10 წლის განმავლობაში, პანდემიისა და მიმდინარე მოვლენების ფონზე, ორგანიზაციებში ფსიქოლოგიური სერვისები ჩვეულებრივი მოვლენა იქნება,  ხოლო ადამიანებისთვის თვითშემეცნება და შესაძლებლობების განვითარება მნიშვნელოვანი გახდება.პირველი ლექცია გაიმართება 16 ივნისს, 19 საათზე, დარეგისტრირებული მსურვლები ონლაინ შეხვედრის ლინკს წინასწარ მიიღებთ. მსურველები დარეგისტრირდით ლინკზე: https://www.facebook.com/events/726826641853247?ref=newsfeed

დასწრება თავისუფალია

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში.