ქუჩა, რომელიც რუსთაველის გამზირის პარალელურია და ბესიკის ქუჩიდან იწყება, მე-19 საუკუნის დასაწყისში წარმოიქმნა და 1843-1879 წლებში კომენდანტის ქუჩად იწოდებოდა (აქ მდებარე ქალაქის კომენდანტის სახლის გამო). 1879 წლიდან დღემდე ეს ქუჩა რუსი მწერლისა და დიპლომატის გრიბოედოვის სახელს ატარებს, რომელიც საზოგადო მოღვაწისა და პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის სიძე გახლდათ. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ირანში გრიბოედოვის მკვლელობიდან 50 წლის თავზე ამ ქუჩისათვის მისი სახელის მინიჭება. ამ პატარა ქუჩაზე არა მხოლოდ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ხელოვნების ორი კერის - კონსერვატორიისა და სამხატვრო აკადემის არქიტექტურულად გამორჩეული შენობები იპყრობს ყურადღებას, არამედ საცხოვრებელ სახლებზე განთავსებული მემორიალური დაფებიც. ჩვენი პროექტის მიზანი მემორიალურ დაფებს მიღმა არსებული ისტორიების გახსენების გარდა იმ ადამიანებისათვის პატივის მიგებაა, ვისი მემორიალური დაფებიც აშკარად აკლია ქუჩას. გთავაზობთ ვირტუალური ვერსიებს.
ვირტუალური გამოფენის სანახავად ეწვიეთ ბმულს ან დააწკაპუნეთ ფოტოზე.