ფოტოგამოფენა - სკვერის ბიბლიოთეკები და წიგნის ბუდეები
 24/06/2021

ბოლო წლებში ეროვნულმა ბიბლიოთეკამ არაერთ სასიამოვნო ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. ერთ-ერთი მათგანია საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში წიგნის ბუდეების და სკვერის ბიბლიოთეკების განთავსება. ჩვენი წიგნის ბუდიდან სასურველი გამოცემის აღება, წაკითხვა და შემდეგ უკან დაბრუნება ან სხვა გამოცემით ჩანაცვლება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. წიგნის ბუდეების დიზაინი თემატურია და რეგიონის თავისებურებიდან მომდინარებს. მაგალითისთვის, ბათუმში დავდგით გემი, სამტრედიაში - ველოსიპედი, თელავში - კასრი.

წიგნების ორიგინალურ ბუდეებს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი თენგიზ მოდუ ამზადებს.

იხილეთ სკვერის ბიბლიოთეკების და წიგნის ბუდეების ფოტოგალერეა =>