ვირტუალური გამოფენა - 7 მაისი, პოეზიის დღე მრავალეროვან საქართველოში
 07/05/2021

7 მაისის პოეზიის დღედ გამოცხადების იდეა „ცისფერყანწელებს“ უკავშირდება. ისინი ამ დღეს 1920 წლიდან ორდენის დაშლამდე (რეპრესიებამდე) აღნიშნავდნენ.

ცხრა წელია, რაც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღდგა პოეზიის დღის აღნიშვნის ტრადიცია.

წელს, 2021 წელს, გადაწყდა პოეზიის დღე საქართველოს მრავალეროვან მოქალაქეებთან ერთად აღნიშნულიყო. ცისფერყანწელებს სწორედ ურთიერთობების განსაკუთრებულობა, საქართველოს კი ამ ურთიერთობების მრავალეროვნების და მრავალფეროვნების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გამოარჩევდა.

იდეის განხორციელება შესაძლებელი გახდა საქართველოს მრავალეროვანი მოქალაქეების თანადგომით, რისთვისაც მადლობას ვუხდით მირზა-ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის თანამშრომლებს, საქართველოს აქტიურ აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაციას, ბელორუსთა საერთაშორისო კავშირს საქართველოში, ქალბატონ მარია ფილინას, ქალბატონ ვალენტინა მარჯანიშვილს, ბატონ გივი შახნაზარს. განსაკუთრებული მადლობა ქალბატონებს, ლელა წიწუაშვილსა და ზაირა დავარაშვილს. სწორედ მათი ხელშეწყობით მკითხველი პირველად გაეცნობა ცნობილ პოეტ ხაიმფაიერს და მისი ლექსის ჯემალ აჯიაშვილისეულ თარგმანს.

იხილე ვირტუალური გამოფენა „პოეზიის დღე მრავალეროვან საქართველოში“.

 

გამოფენა მოამზადეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და ამავე ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა:  რუსუდან ასათიანმა, თეონა კახიანმა, ლევან პაპალაშვილმა, ნინო გედენიძემ.