გარდაიცვალა საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი მერაბ ვეკუა
 08/02/2024

გარდაიცვალა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მერაბ ვეკუა.

ბატონი მერაბი რამდენიმე ათეული წელი ერთგულად ემსახურა ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოში საბიბლიოთეკო საქმის განვითარებას.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გამორჩეული ადამიანისა და კოლეგის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებს.