ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა - ლუარსაბ ბოცვაძის თხზულებანი
 07/02/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სერიით „ქართული პედაგოგიკის კლასიკოსები" გამოსცა ლუარსაბ ბოცვაძის თხზულებანი, ტომი I.

7 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გამოცემის წარდგენა გაიმართა.

კრებულში შესულია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ლუარსაბ ბოცვაძის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები და მისი თხზულებები.

გამოცემა შეადგინა, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო აკადემიკოსმა ზურაბ ბოცვაძემ.

„ეროვნული ბიბლიოთეკა არის ჩვენი ეროვნული მეხსიერების, ისტორიის, ეროვნული ბიბლიოგრაფიის დაცვისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის გარანტი. ლუარსაბ ბოცვაძის თხზულებათა კრებულიც ამ მეხსიერების ნაწილია", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ ჯგერენაიამ.