ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კოლეჯ „არსს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
 09/07/2024

9 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ქალაქ რუსთავში არსებულ კოლეჯ „არსს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და კოლეჯ „არსის" დირექტორმა ნათია ნოზაძემ.

„ჩვენი ძირითადი გეზი წიგნიერების ხელშეწყობაა. თავის დროზე წიგნის შექმნის მიზანიც სწორედ განათლების მიღება იყო. ჩვენ ახალგაზრდებს წიგნის შინაარსის გაგებაშიც უნდა დავეხმაროთ", - თქვა კონსტანტინე გამსახურდიამ.

„ეროვნული ბიბლიოთეკა მოხარული იქნება, რაც შეიძლება მეტ საგანმანათლებლო სივრცესთან დავდოთ მემორანდუმი და მხარი დავუჭიროთ მათ საქმიანობას", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.

„ამ კოლეჯმა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შეაყვარა წიგნი და ქართული ენა", - აღნიშნა საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის" ავტორმა ლევან ჟვანიამ.

„რეგიონების წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მემორანდუმების გაფორმება და მხარდაჭერა. ეროვნული ბიბლიოთეკის თანადგომა ჩვენი სკოლისთვის უმნიშვნელოვანესია", - თქვა კოლეჯ „არსის" დირექტორმა ნათია ნოზაძემ.