საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკვე წლებია არსებობს დამოუკიდებლობის დარბაზი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბოლო 30 წლის ისტორიას ასახავს. ამ დარბაზში არის საქართველოს მავთულხლართებით დაფარული სიმბოლური რუკა. კედელს, სადაც ეს რუკაა განთავსებული, აგვისტოს ომში დაღუპული საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი დაერქვა.
დღეს, 8 აგვისტოს, ეს კედელი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად გახსნა.
„ეროვნულ ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში გიორგი ანწუხელიძის კედელი გავხსენით გმირის ოჯახის წევრებთან ერთა, რომელსაც მალე ჩვენი ოსტატი თენგიზ მოდუ გააფორმებს", - აცხადებს გიორგი კეკელიძე.