ზემო ალვანში სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა
 05/07/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნეს. სკვერის ბიბლიოთეკა წიგნებითაც მომარაგდა.

ეროვნული ბიბლიოთეკა აგრძელებს თავის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს - „სკვერის ბიბლიოთეკები საქართველოს რეგიონებში". პროექტი წიგნის კითხვის პოპულარიზებასა და წიგნიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.  

ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა წიგნები გადასცეს „წოვათის თემის საინფორმაციო-კულტურულ ცენტრსაც".