კონსტანტინე გამსახურდია ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად ქარელის ბიბლიოთეკას ესტუმრა
 09/02/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია, დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი და ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ.

ქარელის ცენტრაულრ ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკარებთან და მასწავლებლებთან.

შეხვედრაზე კონსტანტინე გამსახურდიამ სიტყვით მიმართ აუდიტორიას. მან თანამედროვე სამყაროში ბიბლიოთეკისა და წიგნის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ისაუბრა. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა კოლეგებს ეროვნული ბიბლიოთეკის მხრიდან სრული მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა.

ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ქარელის ცენტრალურ ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს.