ARTSTOR ხელოვნების ციფრული ბიბლიოთეკა ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის
 10/01/2023

ძვირფასო მკითხველებო,

10 იანვრიდან, ერთი თვის ვადით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებიდან, გთავაზობთ უფასო წვდომას ხელოვნების ციფრულ ბიბლიოთეკაზე ARTSTOR, რომელიც 3 მილიონამდე ციფრულ მასალას, ხელოვნების, არქიტექტურის, ჰუმანიტარული მეცნიერებების შესახებ მასალებსა და კერძო ნამუშევრებს აერთიანებს და ამჟამად JSTOR ბაზაშია.

90-იანი წლების ბოლოს, როდესაც უნივერსიტეტებმა და ბიბლიოთეკებმა ციფრული ბიბლიოთეკების შექმნა დაიწყეს, ორგანიზაცია Artstor საგანმანათლებლო ორგანიზაციებისა და ბიბლიოთკების მკითხველების მოთხოვნით, ციფრული გამოსახულებების გაზიარებისთვის შეიქმნა. ARTSTOR-ის კონცეფცია გახლდათ, რომ მკითხველებისთვის აერიდებინა სხვადასხვა საცავებიდან  ერთი და იმავე მასალის რამდენჯერმე მოძიებისა და დასკანერების აუცილებლობა, დაეზოგა მათი რესურსები და განათლების მიზნით ხელმისაწვდომი გაეხადა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით,  იმიჯისა და უახლესი ონლაინ ტექნოლოგიების შეერთებით, რაც  მელონის ფონდმა დააფინანსა, მუზეუმები, უნივერსიტეტები, სახელოვნებო ორგანიზაციები ერთობლივად ქმნიდნენ ამ ციფრულ ბიბლიოთეკას.

მონაცემთა ბაზა მოიცავს სხვადასხვა პერიოდისა და კულტურის ნამუშევრებს, სხვადასხვა ტექნოლოგიებს გამოსახულების შესწავლისა და სწავლებისათვის. დღეისთვის ციფრული ბიბლიოთეკით  45 ქვეყნის 1500 ორგანიზაცია   სარგებლობს. მსურველებისთვის წარმოდგენილია მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, ფოტოარქივების, ბიბლიოთეკების, ხელოვანთა, მეცნიერთა, ფოტოგრაფთა არქივები და ნამუშევრები;  მათ შორის, მაგნუმის ფოტოარქივი, კარნეგის ხელოვნების ფონდი, თანამედროვე ხელოვნების გალერეა (MoMA), მეტროპოლიტანის მუზეუმი, ბოდლეანის ბიბლიოთეკა და სხვა ორგანიზაციების კოლექციები. 

Artstor ბაზა პერიოდულად განახლებადია და მასში ნახავთ ბარდ კოლეჯის, კოლბის კოლეჯის, იელის, ჰარვარდის, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის, არქიტექტურის ისტორიკოსთა გაერთიანების, ილინოისის, მიდლბერის  და მაიამის უნივერსიტეტების ნამუშევართა განახლებულ კოლექციებსაც, აგრეთვე, კოლექციების ალბომებსაც. მასალების გადმოწერა და გავრცელება შესაძლებელია მხოლოდ საგანმანათლებლო და არაკომერციული  მიზნებისთვის.

გაეცანით ვიდეოში, თუ როგორ შეიძლება სახელოვნებო ციფრული რესურსებით სარგებლობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში, ან მოგვწერეთ: maiasimonishvils@gmail.com

გისურვებთ ბედნიერ 2023 წელს!