ეროვნულ ბიბლიოთეკაში აკაკი ბაქრაძის დარბაზი გაიხსნა
 25/10/2018

25 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში აკაკი ბაქრაძის სახელობის კაბინეტი გაიხსნა. ღონისძიება მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. კაბინეტი გახსნეს მწერლის შვილმა ლაშა ბაქრაძემ, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.  

აკაკი ბაქრაძის კაბინეტში ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების განყოფილება იმუშავებს და კაბინეტის სპეციფიკაც სამოქალაქო განათლების მიმართულება იქნება.