კომპანია BP-ის საჩუქარი ეროვნულ ბიბლიოთეკას
 23/12/2015

დღეს, 23 დეკემბერს, კომპანია BP-ის საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორმა, ქალბატონმა მაია მათიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზს საჩუქრად გადმოცა უნიკალური ალბომის -"კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მილსადენების დერეფანში, წარსული და მომავალი" - ეგზემპლარები, ქართულ-ინგლისურ და ინგლისურ-აზერბაიჯანულ ენაზე. აღსანიშნავია, რომ ეს საჩუქრები განკუთვნილია როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის, ისე საზღვრისპირა სოფლების ბიბლიოთეკებისთვის, პროექტ "ეკვილიბრიუმის" ფარგლებში.  


BP-სა და და სმითსონის უნივერსიტეტის, აზერბაიჯანის არქეოლოგიური ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და თურქეთის გაზის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში გამოცემული წიგნი წარმოგვიდგენს რეგიონის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის არქეოლოგებმა მილსადენების მშენებლობისას აღმოაჩინეს. საჩუქარს თან ერთვის ბატონი გრიგოლ ღვალაძის, BP-ის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის წერილი. წიგნის ავტორები არიან: პოლ მაიკლ ტეილორი, ქრისტოფერ რ. ფოლგლეისი, ნაჯაფ მუსეიბლი, ჯარედ მ.ქოლერი და თროი ა. ჯონსონი. პროექტის ხელმძღვანელი BP-ის საქართველოს მრჩეველი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში, ქალბატონი ნინო ერქომაიშვილი. 

დიდი მადლობა კომპანია BP-ს ძვირფასი საჩუქრისა და თანამშრომლობისთვის!