მემორანდუმი „თბილისის დინამოსთან“
 17/12/2019

17 დეკემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საფეხბურთო კლუბ „თბილისის დინამოს" შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი" სამკითხველოებს მოაწყობს, დინამოს უმდიდრესი არქივი (ფოტოები, ბილეთები, პლაკატები და ა.შ.) კი ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ მისამართზე მოიყრის თავს.