
ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კიდევ ერთი საჩუქარი მიიღო. ბრიტანული წარმოშობის ამერიკელმა ისტორიკოსმა, საქართველოს შესახებ არაერთი ნაშრომის ავტორმა პიტერ სკინერმა ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადმოსცა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ინგლისურენოვანი გამოცემების მნიშვნელოვანი კოლექცია, რომელიც აქამდე უცნობი იყო ქართული საზოგადოებისთვის და ინგლისური ლიტერატურა, რომელსაც მრავალი წელი აგროვებდა. ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი, ანგლო-ამერიკული დარბაზის კურატორი მაია სიმონიშვილი პირადად ეწვია ბატონ სკინერს, რომელმაც სასაჩუქრე ლიტერატურა სათითაოდ შეარჩია. ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის ბატონ პიტერს ერთგული მეგობრობისა და ძვირფასი საჩუქრისთვის. წიგნები უკვე ეროვნულ ბიბლიოთეკაშია, მიმდინარეობს დამუშავება და მალე გახდება ბიბლიოთეკის ფონდის ნაწილი. სპეციალურ მადლობას მოვახსენებთ მარიტა დამენიას, რუსუდან ვაშაკიძესა და ეთერ ჭკადუას, რომელთა მხარდაჭერით არქივის მომზადება შესაძლებელი გახდა. წიგნების ტრანსპორტირება უზრუნველყო კომპანია „გდალკომ" (ხელმძღვანელი გოჩა დარჩიაშვილი), რისთვის მადლობას ვუხდით მას.

