გაზეთ „ჩემი აფხაზეთის“ პრეზენტაცია
 18/12/2019

18 დეკემბერს, 17 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტთა ერთობლივი პროექტის - გაზეთ ,,ჩემი აფხაზეთის"' სპეციალური ნომრის პრეზენტაცია გაიმართება. 


,,ჩემი აფხაზეთი" აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ყოველკვარტალური გაზეთია, რომელიც 2005 წლიდან გამოიცემა და სამინისტროს საქმიანობასა და შესაბამისად, აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელოვან საკითხებს ასახავს. იდეა, რომ თსუ-ის სტუდენტებს ასოცირებულ პროფესორ მაია ტორაძესთან და „ჩემი აფხაზეთის" რედაქტორ ნატო კორსანტიასთან ერთად ემუშავათ გაზეთის სპეციალურ ნომერზე, ჟურნალ ,,გზავნილი აფხაზეთიდან" პრეზენტაციაზე გაჩნდა.

ჟურნალი თსუ-ის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტების ნამუშევარია, რომელიც მკითხველს აფხაზეთის პრობლემატიკაზე - ემოციიდან დაწყებული პოლიტიკით დამთავრებული - მოუთხრობს, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების აზრებს, სურვილებსა და დევნილი მოსახლეობის მოგონებებს აცნობს.
,,ჩემი აფხაზეთის" სპეციალურ ნომერში მკითხველი აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილ მრავალ საინტერესო და განსხვავებულ მასალას გაეცნობა.