
15 მაისს, ეროვნულ ბიბლიოთეკას ნორვიჩის უნივერსიტეტის, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი და უძველესი სამხედრო კოლეჯის "ომისა და მშვიდობის ცენტრის" დირექტორი, ტრევის მორისი და სტუდენტები ეწვივნენ. სტუმრებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე და ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის კურატორი, მაია სიმონიშვილი შეხვდნენ.საუბარი ეხებოდა ქართულ კულტურას, ეროვნული ბიბლიოთეკის მუშაობას, წიგნის მუზეუმსა და რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობებს. სტუმრებმა დიდი დაინტერესება გამოთქვეს ქართული ფოლკლორითა და კულტურით. სტუმრებმა და მასპინძლებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
აღსანიშნავია, რომ ნოვრიჩის უნივერსიტეტმა საქართველოთი დაინტერესება მას შემდეგ გამოთქვა, რაც ამავე უნივერსიტეტის თანამშრომელმა, ლიზა ჭალიძემ მეუღლის, საბჭოთა კავშირში პირველი უფლებადამცველისა და ცნობილი დისიდენტის, ვალერი ჭალიძის პირადი არქივი საქართველოს ბიბლიოთეკას საჩუქრად გადმოსცა. ვალერი ჭალიძე იძულებული გახდა, ემიგრაციაში დარჩენილიყო, სადაც საზოგადო მოღვაწეობას აგრძელებდა.