პიტერ სკინერის საჩუქარი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადმოეცა
 28/01/2025

 

მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ბრიტანული წარმოშობის ამერიკელმა ისტორიკოსმა, საქართველოს შესახებ არაერთი ნაშრომის ავტორმა პიტერ სკინერმა ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადმოსცა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ინგლისურენოვანი გამოცემების მნიშვნელოვანი კოლექცია, რომელიც აქამდე უცნობი იყო ქართული საზოგადოებისთვის და ინგლისური ლიტერატურა, რომელსაც მრავალი წელი აგროვებდა. ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის წარმომადგნელობა პირადად ეწვია ბატონ პიტერს, რომელმაც სათითაოდ შეარჩია სასაჩუქრე ლიტერატურა.  ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის ბატონ პიტერს ერთგული მეგობრობისა და ძვირფასი საჩუქრისთვის. წიგნები უკვე ეროვნულ ბიბლიოთეკაშია, მიმდინარეობს დამუშავება და მალე გახდება ბიბლიოთეკის ფონდის ნაწილი. წიგნების ტრანსპორტირება უზრუნველყო კომპანია „გდალკომ" (ხელმძღვანელი გოჩა დარჩიაშვილი), რისთვის მადლობას ვუხდით მას.