SIERRA“ - სამუშაო კონფერენცია ქართულ-ესტონური თანამშრომლობის ფარგლებში
 22/04/2025

22-23 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში „SIERRA" - სამუშაო კონფერენცია ქართულ-ესტონური თანამშრომლობის ფარგლებში" გაიმართა.

კონფერენცია ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა. „საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას ესტონელი კოლეგა, საბიბლიოთეკო სისტემის სპეციალისტი ქალბატონი რიინ ოლონენი ესტუმრა. მან ქართველ კოლეგებს საბიბლიოთეკო პროგრამა SIERRA-ში მუშაობის გამოცდილება გაუზიარა. ორდღიან კონფერენციას პრაქტიკული მუშაობის ხასიათი ჰქონდა. მოხარულები ვართ, რომ ღონისძიებას ჩვენი აზრებაიჯანელი კოლეგებიც დაესწრნენ", - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

ესტონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო პროგრამა  SIERRA-ს 1999 წლიდან იყენებენ. საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეს პროგრამა 2015 წლიდან დაინერგა. ამ წლების განმავლობაში როგორც ქართველ, ისე ესტონელ საბიბლიოთეკო სისტემების სპეციალისტებს მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდათ, რომლის გაზიარებაც პროგრამის გამოყენებას გააუმჯობესებს.   


 

14
მაისი
2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311