ეროვნულ ბიბლიოთეკას ინდონეზიის დელეგაცია ესტუმრა
 14/03/2019

14 მარტს ეროვნულ ბიბლიოთეკას ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის (პარლამენტის ზედა პალატა) თავმჯდომარის მოადგილე, ჰიდეიათ ნურ ვაჰიდი ესტუმრა დელეგაციასთან ერთად.

დელეგაციას ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ უმასპინძლა. მხარეებმა ერთმანეთს წიგნები გადასცეს საჩუქრად. სტუმრებმა ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი და სხვა ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.