დიმიტრი ყიფიანის თხზულებათა ათტომეულის მე-6 ტომი გამოვიდა
 14/02/2022

გამოვიდა დიმიტრი ყიფიანის თხზულებათა ათტომეულის მე-6 ტომი. გამოცემა შეადგინა, რუსული ტექსტები თარგმნა, შენიშვნები, კომენტარები და საძიებლები დაურთო თამაზ ჯოლოგუამ.

ამ ტომში შესულია დიმიტრი ყიფიანის მიერ საჯაროდ წარმოთქმული სიტყვები, სხვადასხვა ხასიათის ტექსტები (1832 წლის შეთქმულების საგამომძიებლო კომისიისთვის მიცემული ჩვენებები, ჩანაწერები, სამოქალაქო გარიგებები და სხვ.), აგრეთვე, დაუმთავრებელი თხზულებები. შემდგომ ტომებში შევა ოფიციალური, საქმიანი და კერძო მიმოწერა.

დიმიტრი ყიფიანის ნაწერები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აქამდე არ გამოქვეყნებულა, მრავალმხრივ საინტერესო მასალაა XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორიისათვის.  

დიმიტრი ყიფიანის ათტომეული ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გამოდის.