ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმმა“ შულავერის ბიბლიოთეკა განაახლა
 03/10/2023

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი" აგრძელებს სოფლის ბიბლიოთეკების მხარდაჭერას. ამჯერად მარნეულის სოფელ შულავერის სკოლის ბიბლიოთეკა განახლდა.    

„მარნეულში, სოფელ შულავერში, სადაც ეთნიკურად ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები ერთად სწავლობენ, ახალი წიგნები ჩავიტანეთ. მოძრაობა აქტიურად აგრძელებს საქმიანობას ამ მიმართულებით. უახლოეს მომავალში არაერთი სოფლის ბიბლიოთეკის მონახულება იგეგმება", - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მოძრაობა „ეკვილიბრიუმის" დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე.