ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღნიშვნა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
 25/01/2022

ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღნიშვნა ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიწყო.

ამ თარიღთან დაკავშირებით 25 იანვარს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შეხვდა საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებს, ასევე რონდელის ფონდის ეროვნული უსაფრთხოების პროგრამის კურსდამთავრებულებს და მათთვის ლექცია ჩაატარა. შეხვედრა გახსნა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

ელჩმა ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზი მოინახულა.