„წიგნიერის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
 05/12/2023

4 დეკემბერს საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურულ კონკურს „წიგნიერის" გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.  

პირველი ადგილი: ნინო ხოფერია (ფოთი); მეორე ადგილი: მარიამ კოძახიძე (ქუთაისი);

მესამე ადგილი კესარია ნინუამ (თბილისი) და ლიკა მიქელაძემ (ბათუმი) გაიყვეს.

ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული კონკურსი „წიგნიერი" თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში რამდენიმე წელია ტარდება და მოსწავლეებში პოპულარობით სარგებლობს.

კონკურსანტები წინასწარ დასახელებული მწერლების კონკრეტული ნაწარმოებების მიხედვით წერენ ესეს. საუკეთესო ესეების ავტორები ჯილდოვდებიან წიგნებითა და სხვა სახის პრიზებით.

წელს კონკურსის მხარდამჭერები იყვნენ: თიბისი ბანკი, ელექტრონული წიგნები „საბა", ჩეხეთის საელჩო საქართველოში და  გამომცემლობა „ინტელექტი".