იტალიურ-ქართულ ორგანიზაცია „მინერვასთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
 22/10/2018

22 ოქტომბერს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და იტალიურ-ქართულ ორგანიზაცია „მინერვას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ეროვნულ ბიბლიოთეკას იტალიური ენის შესახებ სამეცნიერო კვლევების კრებული, ასევე თანამედროვე მწერლების ნაწარმოებების იტალიური თარგმანები გადასცეს. წიგნები იტალიურ ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას.

ორგანიზაცია ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის იტალიური ენის შემსწავლელ კურსს ჩაატარებს.