ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა
 01/04/2019

31 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. გამოფენის გახსნას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე. 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ზვიად გამსახურდიას შრომები, მის შესახებ გამოცემები, პრესის მასალები, ფოტოები, ასევე ამ იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ფოსტის მიერ დაბეჭდილი მარკის მაკეტი. გამოფენილი იყო ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტ „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელების" ფარგლებში გამოცემული ზვიად გამსახურდიას გამოსვლების, ინტერვიუების, სიტყვების კრებული (ხუთტომეული).