საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია ბაქოში გამართულ წიგნის საერთაშორისო ბაზრობას დაესწრო.
წიგნის საერთაშორისო ბაზრობა ბაქოში წელს მეათედ ჩატარდა.
წლევანდელ ბაზრობაზე, რომელიც აზერბაიჯანელ პოეტს მუჰამედ ფუზულს (1498-1556 წწ.) მიეძღვნა, ქართული წიგნის სექცია მოეწყო.
კონსტანტინე გამსახურდიამ საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა.