ბიბლიოთეკა თორტიზაში და ლიტერატურული ფესტივალი დიცში - ეკვილიბრიუმის ინიციატივა
 22/09/2020

ეკვილიბრიუმი გორის სოფელ თორტიზას ეწვია და მცირე ბიბლიოთეკა მოაწყო. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს სოფელი ოკუპანტების მიერ დაიბომბა და ამ სოფლის სკოლის მოსწავლე შეიწირა.

გარდა ამისა, გაფორმდა მემორანდუმი გორის უნივერსიტეტთან, რომლის თანახმადაც სოფელ დიცში, ოკუპაციის გამყოფ ხაზთა, ლიტერატურული ფესტივალის დაფუძნება იგეგმება.

„ამჯერად გორი - ჯერ სოფელი თორტიზა, რომელიც 2008 წელს ოკუპაციურმა ჯარმა დაბომბა და ამ სკოლის მოსწავლე, შესანიშნავი ბიჭი შეიწირა. იქ მცირე ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ. შემდეგ მემორანდუმი გორის უნივერსიტეტთან - იგეგმება სოფელ დიცში, ოკუპაციის გამყოფ ხაზთან, ლიტერატურული ფესტივალის დაფუძნება" - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.