ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია
 28/09/2022

28 სექტემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროცესი დაიწყო. ღონისძიება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და ფონდ „არველაძის" ფინანსური მხარდაჭერით იმართება.  

საქართველოს 64 ცენტრალურ ბიბლიოთეკას უახლესი წიგნების შესაძენად 900-ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ, რომელთა განაღდებას ისინი ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში განთავსებულ 30-მდე გამომცემლობისა და გამავრცელებლის სტენდთან შეძლებენ.  

ბიბლიოთეკარებს, გამომცემლებსა და გამავრცელებლებს სიტყვით მიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

პროექტის მიზანია საქართველოს ცენტრალური ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის უახლესი გამოცემებით ყოველწლიურად განახლება.