გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლებს წიგნები გადაეცა
 06/05/2025

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამ საჯარო სკოლას წიგნები გადასცა.  

წიგნებით მომარაგდა სკოლები, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სწავლობენ. მათთვის შეირჩა ლიტერატურა, რომელიც სასწავლო პროცესშიც გამოადგებათ.

სკოლების წიგნებით მომარაგების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ამ პროექტს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ახორციელებს.