გარდაიცვალა ანზორ ერქომაიშვილი
 31/03/2021

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს.

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ფოლკლორისტი, საგუნდო დირიჟორი, უნიკალური ქართული ხალხური სიმღერების შემკრები ანზორ ერქომაიშვილი რამდენიმე ათეული წელი ემსახურა ამ საქმეს. მისი წვლილი განუზომელია ქართული ხალხური სიმღერების გადარჩენისა და პოპულარიზების საქმეში. ჯერ კიდევ კონსერვატორიაში სწავლის წლებიდან დაიწყო მან ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. ამ პერიოდშივე დააარსა ანსამბლი „გორდელა". 1968 წლიდან არის ანსამბლ „რუსთავის" ხელმძღვანელი. ანსამბლს ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით გამართული აქვს 7000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში და უდიდესი წვლილი მიუძღვის უნიკალური ქართული ფოლკლორის მსოფლიოსთვის გაცნობაში.  

ანზორ ერქომაიშვილი იყო საქართველოს პარლამეტის წევრი; ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. 2020 წელს დაჯილდოვდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით. არის არაერთი წიგნის ავტორი.