გიორგი კეკელიძე ბერი ანდრიას ფონდის კეთილი ნების ელჩი გახდა
 30/10/2023

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა აქტიურად თანამშრომლობს ბერი ანდრიას ფონდთან და მხარს უჭერს მის საქმიანობას.

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამ ფონდის სახელით გამართულ არაერთ ღონისძიებას უმასპინძლა. ფონდის ხშირი სტუმარია საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმი".

 ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მწერალი გიორგი კეკელიძე ბერი ანდრიას ფონდი/Monk Andrew's Foundation - ის კეთილი ნების ელჩი გახდა.

30 ოქტომბერს მან  პირველი გაკვეთილი ჩაუტარა ფონდის ბენეფიციარებს, სოლიდურ სიმსივნესთან მებრძოლ პატარებს.