27 აპრილს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე „კათარზისის" ბენეფიციარებს შეხვდა. ჩვენს ხანდაზმულ მოქალაქეებს გადაეცათ ახალი წიგნები, დაიგეგმა ღონისძიებები და შეხვედრები.
„კარგი ამბავი: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia , The Biltmore Tbilisi Hotel და კათარზისი catharsis დამეგობრდნენ. დღეს ამ შესანიშნავ ხანდაზმულებს და არა მხოლოდ, ახალი წიგნები მივუტანეთ და უამრავი ღონისძიება დავგეგმეთ. მათთან #აჩუქეწიგნი ს თვეში ყოველწლიურად მივდივართ, მაგრამ დღეიდან ჩვენი კავშირი უფრო ხშირ შეხვედრებს იგულისხმებს. ქალბატონი, წიგნზე ხელის მოწერა რომ მთხოვა, საოცარ ისტორიას ატარებს. აფხაზეთიდანაა, 16 წლიდან ტაქსის მძღოლი იყო სოხუმში, ვიდრე აფხაზეთის ოკუპაციამდე. დიდად მხიარული და გადამდები სიმტკიცისაა. ვიცი - ვიმეგობრებთ", - ამბობს გიორგი კეკელიძე.