29 ოქტომბერს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გიორგი კეკელიძის პოეზიის კრებულის, „ახალი სიმღერები", წარდგენა გაიმართა.
ლექსების კრებული, როგორც თავად ავტორმა აღნიშნა, დიდი პაუზის შემდეგ გამოსცა; ისაუბრა პოეზიის მნიშვნელობასა და იმაზე, თუ რამდენად იშვიათია დღევანდელ საზოგადოებაში პოეზიის ნამდვილი მოყვარულები.
კრებულს ერთვის ლანა ღოღობერიძისა და ლია სტურუას წინასიტყვაობები.
წიგნის რედაქტორია როსტომ ჩხეიძე.