დანა ამილახვარის არქივი ეროვნულ ბიბლიოთეკაშია
 30/01/2023

ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდი უმნიშვნელოვანესი ექსპონატებით შეივსო. უნიკალური ფოტოები და დოკუმენტები დანა ამილახვარის არქივიდან 30 იანვრიდან დამუშავებისა და შესწავლის ობიექტი გახდება. ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი იტყობინება.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის მირიან ხოსიტაშვილისა და საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორის ლევან თაქთაქიშვილის ვიზიტი პარიზში წარმატებით დასრულდა.