ეროვნულ ბიბლიოთეკას დომინიკის რესპუბლიკის ელჩი ესტუმრა
 22/06/2022

22 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას დომინიკის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში (რეზიდენციით ანკარაში) ელვის ანტონიო ალამ ლორა ესტუმრა.

ელჩს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი ემზარ ჯგერენაია შეხვდა.

სტუმარი გაეცნო ბიბლიოთეკის ისტორიას, დაათვალიერა წიგნის მუზეუმი, ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდს გადასცა როგორც მის მიერ გამოცემული, ისე სხვა ესპანურენოვანი წიგნების კოლექცია.