ეროვნულ ბიბლიოთეკას თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელის არქივი გადაეცემა
 27/03/2023

27 მარტს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ამერიკელი მეგობრების" აღმასრულებელი დირექტორი მარუსია ჭავჭავაძე ეწვია. 

მარუსია ჭავჭავაძე ეროვნულ ბიბლიოთეკას ქართული სამეფო გვარის შთამომავლის, თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელის უმდიდრეს არქივს გადასცემს. არქივი მასაჩუსეტსიდან მალე ჩამოვა.კონსტანტინე და თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელების არქივის ნაწილი ეროვნულ ბიბლიოთეკას რამდენიმე წლის წინათ გადაეცა. უნიკალურ მასალებს შორის იყოს ფოტოები, ჟურნალები, წიგნები, რომლებიც  მე-19 საუკუნის მიწურულითა და მე-20 საუკუნის შუა წლებით თარიღდება.     

თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლის, ირინა ბეზობრაზოვას ანდერძის თანახმად, მათი ოჯახის არქივი უკვე სრულად გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას. მის სურვილს კი ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრების" აღმასრულებელი დირექტორი მარუსია ჭავჭავაძე აღასრულებს.

არქივი მნიშვნელოვანია ბაგრატოვანთა დინასტიის შესახებ აქამდე უცნობი დეტალების წარმოსაჩენად.