5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ლატვიის ელჩი საქართველოში ედიტე მედნე ეწვია. სტუმარი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე დაიგეგმა ქართული და ლატვიური წიგნის კუთხეების მოწყობა ამ ქვეყნების ეროვნულ ბიბლიოთეკებში.
სტუმარმა დაათვალიერა ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი. ის განსაკუთრებით დაინტერესდა ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცული ლატვიურ-ქართულ-უკრაინული „ვეფხისტყაოსნით".