ეროვნულ ბიბლიოთეკას ლიეტუვური წიგნები გადაეცა
 21/05/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ლიეტუველი ავტორების 100-ზე მეტი წიგნი გადაეცა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ნებისმიერი მკითხველისთვის.

გადაცემულ წიგნებს შორისაა ლიეტუველი კლასიკოსებისა და თანამედროვე მწერლების ლიტერატურული ნაწარმოებები - პოეზია, სამეცნიერო, ფილოსოფიური, კულტურული, ისტორიული, გეოგრაფიული და საბავშვო ლიტერატურა, ზოგადი ლიეტუვური ენციკლოპედიის კატალოგი და ა.შ.

წიგნები ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ ლიეტუვურ, არამედ ინგლისურ და ქართულ ენებზე.

ღონისძიებაზე ლიეტუვიდან ჩამოსულ მწერლებსა და ადგილობრივ ქართველ მწერლებს შორის ორი ქვეყნის თანამედროვე ლიტერატურული ტენდენციების შესახებ დისკუსია გაიმართა.

ღონისძიება ორგანიზაცია „ლიეტუველების და ქართველების მეგობრობის საელჩოს" ინიციატივით გაიმართა.

არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაცია „ლიეტუველების და ქართველების მეგობრობის საელჩო" ხელს უწყობს ლიეტუველებისა და ქართველების დამეგობრებას და მათ შორის კულტურული კავშირების ჩამოყალიბებას.