ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ფსიქოთერაპიის ქართულ ფედერაცია „დენდრონს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
 07/11/2023

7 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ფსიქოთერაპიის ქართულ ფედერაცია „დენდრონს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და ფედერაციის პრეზიდენტმა მარინე ბეგაშვილმა.

„ვაგრძელებთ მუშაობას მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიმართულებით -ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ფსიქოთერაპიის ქართულ ფედერაცია „დენდრონს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ. ეროვნულ ბიბლიოთეკაში დიმიტრი უზნაძის სახელობის დარბაზიც გავხსენით და ლექციებსაც შემოგთავაზებთ", - აცხადებს გიორგი კეკელიძე.